logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
საფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
12:13 10.05.2019
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობს.

ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.

მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

კრისტოფ კასტანერმა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მადლობა ასეთი დახვედრისთვის თბილისში. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს, საფრანგეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას. ჩემი დელეგაცია და მე დიდ ინტერესს გამოვხატავთ თანამშრომლობისათვის.

ეს ძლიერი კავშირი, რომელიც არსებობს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ 3 გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისმის, იქნება ეს საქართველოს თუ საფრანგეთის მოქალაქეები. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გვაქვს კარგი თანამშრომლობა.

ვებრძოლოთ მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს აყალიბებენ და არ სცემენ პატივს, არც სამართალს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინფორმაციის გაცვლები. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლა, ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს, რათა ვებრძოლოთ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ქვეყნებს ებრძვის. ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა როგორც მშვიდობიანი ქვეყანა.

პრინციპში, არის კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს -საქართველოში ომი არ არის. საქართველო ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან, ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი მუშაობისათვის", - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის