logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს: მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ტერიტორიულ მთლიანობას
გიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს: მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ტერიტორიულ მთლიანობას
12:10 10.05.2019
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

"დღეს გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში ჩემს კოლეგას- საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ კრისტოფ კასტანერს. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის ის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას. ჩვენ, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს და იმ მხარდაჭერისთვის რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ერთად. ეს გახლავთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემების გადაწყვეტა, გადაწყვეტის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და რა თქმა, ასევე, უსაფრთხოების თემები.

ხაზგასმით აღვნიშნეთ რომ ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძალზედ კარგი ბაზა. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას , რომელიც ხელს შეუწყობს ეს ბრძოლა გახადოს უფრო ეფექტური და ეს იმაში გამოიხატება, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს 2 ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს. განვიხილეთ ის მექანიზმები და ის ნაბიჯები, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე გადადგა და ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევამციროთ საფრანგეთში და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. რა თქმა უნდა, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე.

მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება, ერთად და ეფექტურად დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

მადლობა ბატონო მინისტრო და ეს ქვეყანა - საქართველო და თბილისი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის და ეფექტური წინსვლისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის