logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: 2018 წელს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო
ნინო ჯავახაძე: 2018 წელს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო
13:54 06.05.2019
დღეს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად.



„დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ზოგადად მთავრობისთვის. გვაქვს ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს, ბოლო ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა, 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000- მდე სხვა და სხვა ტიპის კამერა - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება. თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას.

ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცაღა, გამკაცრება ამ მხრივ ცალსახად მოსალოდნელია. სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით მოხდება როგორც სანქციების გამკაცრება, არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის