logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა; 20-ზე მეტი თამასუქარის თანხის დაბრუნება გაურკვეველია
„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა; 20-ზე მეტი თამასუქარის თანხის დაბრუნება გაურკვეველია
23:21 04.05.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა კომპანია „ნანოკრედიტის“ თამასუქარის სარჩელი და კომპანიას დაეკისრა თამასუქის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება 12 000 აშშ დოლარის, ასევე ყოველთვიურად დავალიანების სახით არსებული სარგებლი 150 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობა, სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯების კომპანიისთვის დაკისრების მოთხოვნა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოებები, რა დროსაც კომპანიასთან 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა პროცენტიანი მარტივი „ნანო თამასუქის" შეძენის ხელშეკრულება. თამასუქის განაღდება, ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებელი გახლდათ თამასუქის შემძენი პირისთვის გადაცემიდან 12 თვის შემდეგ. თამასუქის ღირებულების მოსარჩელის მიმართ სრული გადახდა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით. კომპანიამ მოსარჩელეს არ გადაუხადა ძირითადი თანხა და ხელშეკრულების შესრულების ბოლო თვეს, არც ყოველთვიური სარგებელი. 2019 წლის იანვარში, კომპანიის უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაციის შემდგომ ცნობილი გახდა კომპანიის ფაქტობრივი გარემოება - მისი რთული ფინანსური მდგომარეობა, რომელიც მიმართულია ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ. 2019 წლის 3 მაისის სასამართლო სხდომაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, ირაკლი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნანოკრედიტი“ კრედიტორების წინაშე ვეღარ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია „ნანოკრედიტის“ საქმის გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადება. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, რაც კომპანიის მხრიდან აღმოფხვრილ იქნა 2019 წლის 2 მაისის მდგომარეობით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ნანოკრედიტის“ თამასუქარებთან დაკავშირებით პირველი განცხადება 2019 წლის 4 თებერვალს გააკეთა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა სებ-მა კომპანიასთან საზედამხედველო უფლებამოისლება გამორიცხა. 2019 წლის იანვარში, კომპანიის არაერთი თამასუქის მფლობელი მოქალაქე ორგანიზაციას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან „ნანოკრედიტმა“, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შეწყვიტა განთავსებულ თანხებზე პროცენტის თანხის დარიცხვა და არც ვადამოსული თამასუქის ანაზღაურება მოუხდენია. ორგანიზაციამ შეისწავლა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ კომპანია ხდებოდა გადახდისუუნარო. დადგენილია, რომ კომპანია „ნანოკრედიტი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლის 28 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ირაკლი ბერძენაძეა, რომელმაც, კომპანიის კრედიტორთა გადმოცემით, საქართველო დატოვა და ამჟამად უცნობია კონკრეტული ადგილსამყოფელი. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამჟამად მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები და კომპანიიდან ამოღებულია ცალკეული დოკუმენტაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანიის 20-ზე მეტი თამასუქარი განთავსებული სახსრების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. ხელშეკრულებების ნაწილი - ვადამოსულია, ნაწილი კი წარმოადგენს ბლოკირებულ თამასუქს, კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონების თაობაზე ინფორმაცია კი - უცნობია. ორგანიზაცია გაეცნო მომხმარებლებთან კომპანიის მხრიდან 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებებსაც, რომლის დათქმები და პირობებიც, კაბალურია და განთავსებული თანხების დაკარგვის შესაძლებლობაზე მიუთითებდა. კერძოდ, პროცენტიანი მარტივი - „ნანო თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.9 ქვეპუნქტი შეიცავდა მომხმარებლის მიმართ შემდეგ შინაარსის პირობას და შეტყობინებას: „„ნანოკრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ „ნანოკრედიტში“ სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს“ (სტილი დაცულია).

ცნობისთვის: ორგანიზაციის დახმარებით, „ნანოკრედიტის“ მიმართ სარჩელი 2019 წლის 20 იანვარს წარადგინა. თამასუქარის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და იურისტმა, ლია ლემონჯავას წარმოადგინეს. საქმე მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ განიხილა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის