logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი გახარია: ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში ნახევარი საათით მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან
გიორგი გახარია: ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში ნახევარი საათით მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან
22:18 02.05.2019
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ შინაარსობრივ ნაწილზე რეაქცია არ ჰქონიათ და პოლიციას, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პირველ რიგში მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე, მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ რიგით თანამშრომელს და მინდა გითხრათ, რომ დღეს, ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად, იმიტომ, რომ სხვანაირად ის რაც დღეს აქ ხდება: როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ - ეს ადამიანები ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან და ამ ადამიანებს ამ მომავლის შექმნის საშუალება ჩვენ უბრალოდ არ უნდა მივცეთ. ახლა რაც შეეხება იმას, რაც დღეს აქ მოხდა, მე აშკარად დავინახე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია მარტივად, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი. ყველაფერი ამისათვის, რაც აქ მოხდა, თითოეულ პოლიციელს მე მინდა მოვუხადო ბოდიში.
მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს - ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივცეთ საშუალება მათი ხვალინდელი დღეს იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს იზრუნოს თავის შვილზე, თავის ოჯახზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა ეს გამოწვევები იზრდება. დღეს, მოვედით და ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ვისაუბროთ და ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია. მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ ის რაც გავაკეთეთ სტატისტიკის ნაწილში, ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ანალიზზე დაფუძნებული შემდგომი, მეორე ნაბიჯი გაგვეკეთებინა, გადაგვედგა სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების ნაწილში და ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ხალხნო, ერთად ვიმსჯელოთ - ამაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის უსაფრთხოებაზე და ამ ტრიბუნიდან, სადაც შინაარსობრივად უნდა ვილაპარაკოთ, ვამბობთ, რომ ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა რაღაც ნაწილში გამკაცრდეს და რაღაც ნაწილში გახდეს უფრო ეფექტური - ამაზე რეაქცია არ არის. მე, არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელმაც სხვათა შორის, ამ პარლამენტს ხმა მისცა (ისევე როგორც ამ პარლამენტის 3 დღით არჩეული წევრი ვიყავი), კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ ყველაზე დიდი რისკი და შეცდომა არის ის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია. ეს არის უდიდესი რისკი ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა და გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს როგორც საპარლამენტო დემოკრატია. რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, უბრალოდ შინაარსს უკარგავს იმას, რომ პარლამენტში საერთოდ შესაძლებელია შინაარსობრივ, პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობა და მე ეს დღეს აშკარად დავინახე. ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მაისში არჩევნებია, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ არჩევნები 2020-ის სულ ახლოს არის. მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველასი - თითოეული მოქალაქის. მათ შორის იმ ადამიანების, რომლებმაც „მიჩმორებულები“ დაუძახეს დღეს აქ პოლიციას და დამიდასტურეს, რომ ეს ხალხი დღეს ჩვენ გვყავსო. თქვენ იქნებით ვალდებული, რომ ეს ხალხი მე მოიყვანოთ და მანახოთ, რომელმა პოლიციელებმა განგიცხადეს თქვენ, რომ ისინი „მიჩმორებულებად“ გრძნობენ თავს. ეს პოლიცია არის ყველასი და ჩვენი ყველას საერთო მიზანია მიუხედავად იმისა, ამ ბატონებს რა სურთ, გახლავთ ის, რომ პოლიტიკურად პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური და პოლიცია უნდა იყოს ეფექტური. გმადლობთ ყურადღებისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შემეძლება რეალურ პრობლემებზე ვისაუბრო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის