logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია დავით გარეჯზე: ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
გიორგი გახარია დავით გარეჯზე: ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
16:09 02.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში დავით გარეჯის მონასტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„რეალურად საკმაოდ ფაქიზი, ფრთხილი საკითხია. ყველას მოგეხსენებათ რომ, ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ერთმნიშვნელოვნად ყველას კარგად გვესმის, რომ დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ უახლოეს მთავრობაზე, ახალი დემარკაციის კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთად. კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობა რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია. მაშინ როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ასევე, შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში და აქ ორი აზრი არ არსებობს. ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება. ყველა ის შეფასებები ან შედარებები, რომლებიც იყო მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დავით გარეჯის საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, ეკლესიის ინტერესები“ - გიორგი გახარია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა