logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გახარია: კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა
გახარია: კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა
14:08 02.05.2019
,,ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. სწორედ ამიტომ , თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და რომელსაც გადავდგამთ, იქნება აბსოლუტურად გააზრებული გეგმის მიხედვით.’’- ეს განცხადება გიორგი გახარიამ ,,მინისტრის საათის ფორმატში’’ საპარლამენტო ტრიბუნასთან გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დანაშაულის სტატისტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ისაუბრა.

,, არ გვინდა ახლა აქ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, იმიტომ რომ ვიცით რა შედეგები ექნება სტატისტიკური შედეგებით თუნდაც უახლოეს თვეებში კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ კოლეგებო, ჩვენ შევასრულეთ პირველი დაპირება და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სუფთა, მკაფიო და ობიექტური სურათი სტატისტიკის ნაწილში. ასევე, ჩვენ გვაქვს ანალიზზე დაფუძნებული ბევრი მონაცემი, რომლის დამუშავება უკვე შესაძლებელია და შეგვიძლია თქვენთან ერთად მათ შორის დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორი უნდა იყოს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ დანაშაულში, როგორიც არის მძიმე დანაშაული - მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, აქ ჩვენ გვაქვს ან იგივე მონაცემები, ან კლება. გვაქვს ზრდა ლატენტურ და სტიგმატიზირებულ დანაშაულში, თუმცა, ეს არის გამოწვეული აღრიცხვიანობით და რა თქმა უნდა, იმ კომპონენტით, რომელიც ყველამ ერთად ჩავატარეთ, რათა აღგვემაღლებინა ჩვენი მოსახლეობის შეგნება და დამოკიდებულება ასეთი დანაშაულის მიმართ. რეალური გამოწვევა დღეის მდგომარეობით არის ისეთი დანაშაული, როგორიც არის მაგალითად ქურდობა. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის 44% არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აქედან 70%-ზე მეტი ეს არის ქურდობა, ყოველი მესამე დანაშაული ეს არის ქურდობა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ, სისხლის სამართლის პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მომწიფდა, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ, ობიექტურ სტატისტიკაზე, ამ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზზე და ერთობლივ მუშაობაზე, რათა ეს ნაბიჯი არ იყოს რადიკალური, ეს უნდა იყოს ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა