logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გახარია: იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია
გახარია: იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია
13:42 02.05.2019
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ახალი ტრანსპორტი, ახალი პოლიციის შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური აღჭურვილობა. მინისტრის თქმით, პირველად საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება ამიერკავკასიაში.

„საკითხი რასაც მინდა შევეხო გახლავთ ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გარეშე არ არსებობს თანამედროვე საპოლიციო მომსახურება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინფრასტრუქტურაში ფაქტობრივად დახარჯა 96-97 მილიონი. ეს არის ის ფული, რომელიც დაიხარჯა ახალი ტრანსპორტის, ახალი პოლიციის შენობების, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური აღჭურვილობის და ბევრი სხვა მიმართულებით. პირველად საქართველოში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი და განვითარებული ამიერკავკასიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში, ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს იქნება ის კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად მოემსახუროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებოს და სხვა საგამოძიებო უწყებებსაც.

მაგალითად, დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზებული სისტემა, რაც ნიშნავს რომ, როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, იმიტომ, რომ ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო 10 წლის შემდეგ. რეალურად, ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით ერთი დღის ფარგლებში, ოღონდ მას შემდეგ რაც მოვახერხებთ ამ ბაზის დიჯიტალიზებას. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ-ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც.

მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას, მაგალითად, თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი გვიზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4 გამართული, რა თქმა უნდა და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი.

მოგეხსენებათ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი წელს დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე პერიოდში, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა - ზუგდიდში, ანაკლიაში.. ბევრგან - დაახლოებით 9 ობიექტი შენდება. გარდა ამისა, ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ ჩვენ სახანძროებს ჰქონდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოემსახურონ მოქალაქეებს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა