logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გახარია სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე: თბილისში უკვე აბსოლუტურად გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები
გახარია სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე: თბილისში უკვე აბსოლუტურად გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები
13:03 02.05.2019
გიორგი გახარიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლის პირველი ნაწილი, სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს დაუთმო. მინისტრმა კრიმინალური პოლიციის და საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

„სისტემური რეფორმების გეგმა შეიცავს 3 კომპონენტს, ეს არის შინაარსობრივი, სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები და ახლა მე კონკრეტულად გადავალ იმ ცვლილებებზე, რომელიც უკვე განხორციელდა იმ მიმართულებების ნაწილში, რომელიც არის ძირითადი დეპარტამენტები და ძირითადი პასუხისმგებლობის ზონები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. კრიმინალური პოლიციის ნაწილში, არ ვილაპარაკებ ბევრს იმაზე, რაზეც უკვე გვისაუბრია. კრიმინალური პოლიციის ნაწილში რეფორმები ძირითადად შეიცავდა სპეციალიზაციის გაჩენას და ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში. თბილისში არსებობს უკვე აბსოლუტურად გამიჯნული დაყოფა საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებით. თბილისი არის პირველი ქალაქი, სადაც გამოჩნდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, ეს არის ის საუბნო მიმართულება, რომელიც არის ძირითადად მიმართული პრევენციაზე. ვაკე-საბურთალოს რაიონში უკვე მოქმედებს ასეთი ქვედანაყოფი და გარდა იმისა, რომ ამ ახალ ქვედანაყოფს - ახალგაზრდებს, რომლებიც მსახურობენ პოლიციაში, უკვე თამამად უღებს თითოეული ჩვენი მოქალაქე თავისი სახლის კარს და შედიან მათთან ძალზედ ეფექტურ კომუნიკაციაში. ისინი ასევე, თავისი პასუხისმგებლობის ზონაში, აკონტროლებენ და თვალყურს ადევნებენ სოციალური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა სასწავლო, საგანმანათლებლო და კიდევ ბევრი დანიშნულების კომპონენტი. ამ დრომდე უკვე ტესტირება გაიარა 1200-მა გამომძიებელმა, გაზომილი იყო მათი ცოდნის და კომპეტენციის დონე. ამ გაზომვების შედეგად, შეიქმნა აკადემიაში გამომძიებლების სრულიად ახალი გადამზადების კურსი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, 100-ზე მეტი გამომძიებელი ამ კურსს გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა ამ კომპონენტში - პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იწყებენ მუშაობას, თან სწავლას, მაგალითად პოლიციის აკადემიაში, მათ უკვე ანაზღაურება ენიშნებათ. ეს უკვე გვაძლევს საშუალებას საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში.
ის, რასაც ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და დავარქვით საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, რომელიც შედგება 3 ძირითადი მიმართულებისგან, ეს გახლავთ შიდა გამიჯვნა და ამაზე უკვე ვისაუბრე, რაც ხდება კრიმინალურ პოლიციაში. ასევე, საკანონმდებლო გამიჯვნა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შედეგად იყო ინიცირებული საგამოძიებო კომპონენტის გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელსა და პროკურორის საზედამხედველო უფლებამოსილებებს შორის, ამაში დეპუტატებიც ძალიან დაგვეხმარნენ - ეს კონცეფცია ჩვენ წარუდგინეთ ვენეციის კომისიას. ეს კონცეფცია ვენეციის კომისიამ მოიწონა, დაგვეთანხმა და დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაკეთებთ გეგმას, რომლის განხორციელების აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი 2-წლიანი გეგმა უკვე არსებობს და რომელსაც თქვენთან მოვიტანთ განსახილველად. კიდევ ერთი, მესამე, საგამოძიებო ნაწილში ძალზედ მნიშვნელოვანი, უკვე შეიქმნა ახალი ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს გახლავთ ხარისხის კონტროლი , რომელიც შეთავსებით დაევალა ადამიანის უფლების დაცვის დეპარტამენტს, რომელმაც საკმაოდ წარმატებით იფუნქციონირა ამ ერთი წლის განმავლობაში და იმ მუხლებით, პირველ რიგში რომლებიც ეხება მძიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, დაექვემდებარება პირველ რიგში ამ დეპარტამენტის მიერ განხორციელებად ხარისხის კონტროლს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის