logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში
გიორგი გახარია: პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში
12:46 02.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. გიორგი გახარიამ გამოსვლის პირველი ნაწილი ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კუთხით არსებულ სიტუაციას დაუთმო.

“რამდენიმე სიტყვით მინდა, მოგმართოთ თითოეული პოლიციელის სახელით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ რომ, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მხარეებს აქვთ მცდელობა რომ, ამ პროცესში პოლიცია, როგორც ასეთი გახადონ მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური - ეს ერთი. მეორე- ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში.

მესამე კომპონენტი რასაც მინდა ხაზი გავუსვა, სანამ გამოსვლის ძირითად ნაწილზე გადავალ - გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის არეალი, ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და კიდევ სხვა და სხვა სახის მცნებები - კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ, ვერც ერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად.

ასევე, ხაზგასმით მინდა ბოლო საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი - უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა. ეს არის და ეს და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა