logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
5 წელი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებიდან
5 წელი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებიდან
11:37 02.05.2019
2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, საქართველომ თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ეტაპობრივი დაახლოება იკისრა და 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (ანტიდისკრიმინაციული) კანონი მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

5 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს საქმიანობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური შემთხვევების განხილვას, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას და თანასწორობის საკითხებზე, საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, ინფორმაციის გავრცელებას ეთმობოდა.

ამ პერიოდში, სახალხო დამცველმა დაახლოებით 650 განცხადება შეისწავლა, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები/ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთან, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან. ამასთან, თანასწორობის უფლების შესახებ კარგი პრაქტიკის განვითარების და სწორი სტანდარტების დადგენის მიზნით, საერთო სასამართლოებს 20-მდე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მესამე მხარის ინტერვენცია განახორციელა, რომლითაც სასამართლოს ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოში არსებული ვითარება აცნობა.

დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკის შედეგად მალევე გამოვლინდა ის მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი ნაკლოვანებები, რაც ნორმატიული ჩარჩოს პრაქტიკაში მოქმედებას აფერხებდა და რაზეც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ თავის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში მიუთითებდა. სახალხო დამცველის განმეორებითი რეკომენდაციების შედეგად, 2019 წლის თებერვალში შევიწროების და სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმების რეგლამენტაცია მოხდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს კერძო პირებთან მიმართებით სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას, რაც სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალდებულებას და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმის შექმნას უკავშირდება.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სახალხო დამცველი მიიჩნევს დისკრიმინაციის, როგორც სოციალური ფენომენის, თაობაზე სოციუმში დაწყებულ დისკუსიას და ცნობადობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

სამწუხაროდ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარის - ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და კოორდინირებულად თანამშრომლობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა