logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ჭელიძე: დაკავებული ქალბატონი ათივე ბავშვის გადაყვანას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცდილობდა
მამუკა ჭელიძე: დაკავებული ქალბატონი ათივე ბავშვის გადაყვანას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცდილობდა
16:31 28.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ, გამოძიების მიერ გამოკვეთილ სხვა გარემოებებზე ისაუბრა: „აღნიშნულმა ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვნის დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ.


გამოძიების ფარგლებში, ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის ისე არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა, მან სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ როგორც ბავშვების ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევითი პროცესი რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა აღნიშნული ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, ასევე გამოვლინდა მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს რა მიზნით. მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის