ლევან ჯიბღაშვილი: ჩემს შემთხვევაში არანაირად არ ყოფილა შერჩევითი სამართალი
ლევან ჯიბღაშვილი: ჩემს შემთხვევაში არანაირად არ ყოფილა შერჩევითი სამართალი
12:31 26.04.2019
ლევან ჯიბღაშვილი მისი დაკავებისა და გათავისუფლების საქმეზე გაჩენილი კითხვებისა და საზოგადოების კრიტიკის გამო დამატებით განმარტებებს აკეთებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის თქმით, მას შს მინისტრის მოადგილესთან ნაცნობობა პირადი ინტერესებისათვის არ გამოუყენებია.

"ყველას წარმოდგენა შეექმნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იყო კილოგრამები", - აცხადებს ჯიბღაშვილი.

მსახიობის თქმით, მის შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი რიგითი საპროცესი სასამართლო პროცესი.

"თუ თქვენ ვერ ნახავთ ჩემი მუხლით გასამართლებული ადამიანებზე გაფორმებულ გირაოს, ჩემი ფეხით ავდგები და წავალ გლდანის საპატიმროში", - აღნიშნავს ჯიბღაშვილი.


ბეჭდვა