ლევან ჯიბღაშვილი მისი დაკავებისა და გათავისუფლების საქმეზე გაჩენილი კითხვებისა და
საზოგადოების კრიტიკის გამო დამატებით განმარტებებს აკეთებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის თქმით, მას შს მინისტრის მოადგილესთან ნაცნობობა პირადი ინტერესებისათვის არ გამოუყენებია.
"ყველას წარმოდგენა შეექმნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იყო კილოგრამები", - აცხადებს ჯიბღაშვილი.
მსახიობის თქმით, მის შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი რიგითი საპროცესი სასამართლო პროცესი.
"თუ თქვენ ვერ ნახავთ ჩემი მუხლით გასამართლებული ადამიანებზე გაფორმებულ გირაოს, ჩემი ფეხით ავდგები და წავალ გლდანის საპატიმროში", - აღნიშნავს ჯიბღაშვილი.