logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თემაზე - "სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში" კონფერენცია გაიმართა
თემაზე - "სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში" კონფერენცია გაიმართა
22:41 16.04.2019
იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ“.

ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სისტემებში სოციალური სამუშაოს მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზე და სოციალური მუშაკის როლის გაზრდაზე ისაუბრა.

„სოციალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის. ამიტომაც იუსტიციის მინისტრის მიერ 22 თებერვალს დამტკიცებული ბრძანებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, აქცენტი სწორედ ამ პროფესიაზე, ამ პროფესიის წარმომადგენლებსა და მათ მიერ გასაწევ სამუშაოზე კეთდება. სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გუნდური მუშაობის შედეგი არის პატიმრობაში მყოფი პირის, ან პირობითი მსჯავრდებულის წარმატებული რესოციალიზაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის პენიტენციურ სისტემაში ამ პროფესიის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდა, მათთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებული საქმიანობა განახორციელონ და ის, რაც უკვე გაკეთდა რამდენიმე კვირის წინ, ამ შედეგის შენარჩუნება და გაძლიერება. კერძოდ, პენიტენციურ სამსახურში სოციალური მუშაკი (ეს პირველად ხდება) აღარ არის ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელი. სოციალური მუშაკი თებერვლის თვიდან პენიტენციურ სისტემაში უკვე ნამდვილ სოციალურ სამუშაოს ეწევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ხელმძღვანელმა, რანდელ ბაროუზიმ.

“სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში არიან დანაშაულთან მებრძოლები, რომლებსაც მსჯავრდებულებთან აქტიური მუშაობით წვლილი შეაქვთ დანაშაულის განმეორების პრევენციაში. ამ მიზნის მისაღწევად,სახელმწიფომ სოციალური მუშაობა უნდა მოაქციოს პროფესიულ ჩარჩოებში და მისცეს მათ, სოციალურ მუშაკებს, შესაძლებლობა იმუშაონ რეაბილიტაციის მიმართულებით”, - აღნიშნა რანდელ ბაროუზიმ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში არსებული სოციალური სამმართველო გაუქმდა და შეიქმნა იერარქიულად პენიტენციური დეპარტამენტის დონის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი, რომელშიც მთელი პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გაერთიანდნენ. ცენტრალიზებული სისტემა ერთგვაროვან მიდგომებს და ეფექტიან სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკები ფუნქციების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად: შემთხვევის მმართველი და შემთხვევის ადმინისტრატორი. სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველის ფუნქცია მსჯავრდებულის შეფასება, მისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდებაა, ხოლო შემთხვევის ადმინისტრატორის ფუნქცია შემთხვევის ადმინისტრირებაა, იგი შემთხვევის მმართველის დამხმარეა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციას და უფლებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო გარდამავალი მენეჯმენტის მნიშვნელობას, რომელსაც პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები ერთობლივად განახორციელებენ. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი გახდება ერთიანი სტრუქტურა და ჩამოყალიბდება, როგორც პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობაშიც სოციალური მუშაობა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი, კატალინ გერმანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების,არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის