logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: კამპანიით „მეტი სიცოცხლისთვის“ გვინდა, რომ საზოგადოებას პრობლემის სიმწვავე დავანახოთ
ნინო ჯავახაძე: კამპანიით „მეტი სიცოცხლისთვის“ გვინდა, რომ საზოგადოებას პრობლემის სიმწვავე დავანახოთ
18:55 16.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა, საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ სიტუაციასა და სამინსიტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მინისტრის მოადგილემ ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

„ამოტრიალებული მანქანების დროებითი ინსტალაციები მთლიანი კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ინსტალაციებთან ერთად, ქალაქში უკვე გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, რომლებსაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ასევე, ტელესივრცეში უკვე გამოჩნდა შესაბამისი ვიდეოკლიპები, ეს კამპანია საკმაოდ ყოვლისმომცველია. რაც შეეხება რეაქციას, რომელიც არის თუნდაც ძალიან კრიტიკული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კამპანიით გვინდა, რომ საზოგადოებას დავანახოთ პრობლემის სიმწვავე და საზოგადოების თითოეული წევრის ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემას და მის სიმწვავეს. შესაბამისად, თუნდაც კრიტიკული აზრი ამ კამპანიაში ფაქტობრივად ჩართვას და მონაწილეობას გულისხმობს. ყველა ადამიანმა, რომელმაც „დაპოსტა ფეისბუქზე“ და გამოთქვა თავისი აზრი, ფაქტობრივად, ამ კამპანიის გავრცობას შეუწყო ხელი. შესაბამისად, არ გაგვკვირვებია ასეთი რეაქცია და შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა კიდეც იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად არავის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ამ კამპანიის დაწყება“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სტატისტიკურად თუ რა არის მთავარი პრობლემა და ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა უშუალოდ მძღოლების მიერ უპასუხისმგებლო ქმედებებით არის გამოწვეული.

„რამდენიმე მიზეზი შეიძლება დავასახელოთ, ბოლო 3 წლის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთელი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 86%-ში, მიზეზი არის უშუალოდ მძღოლის ე.წ. უპასუხისმგებლო ქმედება გზებზე. მათ შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, მათ შორის არის საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობა, საპირისპირო ზოლზე გადასვლა და მანევრირების წესების დარღვევა. რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, ეს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ მთელი შემთხვევების 26% სწორედ სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. შეიძლება მარტივად ითქვას, რომ სტატისტიკურად ყოველი მეოთხე ავარია ხდება სიჩქარის გადაჭარბების გამო. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მესიჯი, რომ ეს არის პრობლემა და რომ ამ პრობლემას საზოგადოებამ შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა