logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : უზენაესმა სასამართლომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აქტები უკანონოდ ცნო
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : უზენაესმა სასამართლომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აქტები უკანონოდ ცნო
17:33 16.04.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ორგანიზაციისთვის 12 აპრილს გახდა ცნობილი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აპლიკანტთან მიმართებით წარმოებულ კიდევ ერთ სასამართლო დავაში დამარცხდა. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა მიჩნეული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინება. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018-ის მონაწილის, თამარ კიკაჩეიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სასტიბენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი #8 თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა თამარ კიკაჩეიშვილის თავიდან შეფასება, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სრულად დაკმაყოფილდა ცენტრის მიმართ მხარის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მოთხოვნა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე. თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის განჩინებაში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს და აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სასამართლოს ართმევს გასაუბრებისას პროცესის ანალიზის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისად გამოცემის დადგენის შესაძლებლობას. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საკონკურსო პროცედურის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ გასაუბრების ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მათი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ იგი სასამართლო სხდომის დღეს იმყოფებოდა შვებულებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ვინაიდან, აღნიშნული საქმე დავის არსიდან გამომდინარე სწრაფად განსახილველი საქმეა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლო სხვაგვარად უზრუნველეყო წარმომადგენლის გამოცხადება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნდა არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ცნობისთვის: თამარ კიკაჩეიშვილმა ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება, მას გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმე მაია ვაჩაძემ (მომხსენებელი მოსამართლე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა განიხილეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი მანანა ჩოხელმა (თავმჯდომარე), გიორგი ტყავაძემ და თამარ ონიანმა. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმე განიხილა მოსამართლე ნანა დარსალიამ. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა