logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ქართული ღვინის მწარმოებელი ჩინურ ბიზნესკომპანიას 125,128 ლარს გადაუხდის
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ქართული ღვინის მწარმოებელი ჩინურ ბიზნესკომპანიას 125,128 ლარს გადაუხდის
15:00 10.04.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაწილეობით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ჩინურ კომპანიას, რომელიც საქართველოში ქართული ღვინის შესყიდვას და ჩინურ ბაზარზე რეალიზებას ახდენდა, შეუსრულებელი ვალდებულებისა და დამდგარი ზიანის გამო, 116 834 ლარს გადაუხდის. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო, რითაც პრეცედენტული ხასიათის დავა, ჩინური კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა. ორგანიზაცია სასამართლოში სწორედ ჩინური ბიზნეს-კომპანიის ინტერესებს წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სარჩელის აღძვრამდე, 2018 წლის 8 აგვისტოს, ოფიციალური წერილით მიმართა ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას, წარმოადგინა სამართლებრივი შეფასება პარტნიორებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ უთანხმოებაზე, განსაზღვრა დავის იურიდიული შედეგები და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შექმნილი ვითარება ხელს არ უწყობდა ბიზნეს-საქმიანობის კეთილსინდისიერ გარემოში ჩამოყალიბებას, საკითხი უნდა შეფასებულიყო საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებიდან და მისგან მომდინარე სიკეთეების დაცვა, როგორც ქართული, ასევე ჩინური კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა. ორგანიზაციამ ქართულ კომპანიას მოსთხოვა დაშვებული შეცდომების გასწორება, თუმცა ამ მიზნით, კომპანიის წარმომადგენელთა შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, 2018 წლის 10 აგვისტოს ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, უკანასკნელი ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოიშვა 2018 წლის 2 აპრილს. წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, შეკვეთა გაფორმდა 8760 ცალ კერამიკის ჭურჭელში განთავსებულ ღვინოზე, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 45 369 აშშ დოლარი. ხელშეკრულების წარმოშობის ფარგლებში, მხარეთა შორის შეთანხმებულ საკომუნიკაციო ფორმას წარმოადგენდა შეტყობინებების გაცვლა ელექტრონული ფოსტით. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის, სადავო პერიოდისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მიმოწერა მოიცავს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარებით პერიოდს. ჩინურმა კომპანიამ ქართულ კომპანიას გადაუხადა ნასყიდობის ხელშეკრულების 30%, რაც სადავო არ გამხდარა, ვინაიდან ტრანზაქცია განხორციელდა ქართული კომპანიის ქართულ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ ქართულმა კომპანიამ სადავოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შემდგომი 70%-იანი ნასყიდობის თანხის ტრანზაქცია იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა ჩინური კომპანიის მიერ დარჩენილი თანხის გადარიცხვა მოხდა კომპანიის არასწორ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ სწორედ მხარეთა შორის სასამართლოში წარდგენილი ელექტრონული მიმოწერის შედეგად, ნაჩვენებია, რომ სადავო საბანკო ანგარიში ქართული კომპანიის მიერ ჩინური კომპანიისთვის გადაგზავნილია კომპანიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელსაც ხელს კომპანიის დირექტორის აწერს და დოკუმენტზე დასმულია კომპანიის ოფიციალური ბეჭედი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დავის ფარგლებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ქართული კომპანიის მხრიდან მიიღო ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ აღმოჩნდა კიბერ-დანაშაულის მსხვერპლი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე, ქართულმა კომპანიამ მხოლოდ ზეპირი მითითება წარმოადგინა და მიუთითა განცხადებაზე, რომელიც წარდგენილ იქნა საქარველოს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ამასთან, წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ელ-ფოსტის გაგზავნილ და წაშლილ საქაღალდეებში ელ. წერილ(ებ)ის არ არსებობა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის ელ. წერილი აღნიშნული ელ. ფოსტიდან გაგზვანილი არ ყოფილა (სტილი დაცულია). ექსპერტიზის დასკვნამ მიუთითა, რომ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა მომსახურე მეილ სერვერის (Yohoo.com) კვლევის საფუძველზე, რაც წარმოადგენდა ქართული კომპანიის მტკიცების ტვირთს და არ განუხორციელებია. ჩინურმა კომპანიამ სასამართლოს წარუდგინა „SWIFT”-ი, რომელიც მიუთითებდა, რომ ტრანზაქციამ განვლო სამი საბანკო დაწესებულება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, სასამართლომ ქართული კომპანიის მიერ წარმოდგენილ „კვალიფიციურ“ შესაგებელზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი დატოვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს სასამართლოს წარედგინა მოპასუხე კომპანიის წერილობითი შესაგებელი, რომლითაც ქართული კომპანია არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ მოთხოვნა იყო უკანონო და უსაფუძვლო. შესაგებელი შეიცავდა მხოლოდ ფორმალურ აღნიშვნებს. მოგვიანებით, 2018 წლის 3 დეკემბერს, მოპასუხე ქართულმა კომპანიამ სასამართლოს წარმოუდგინა „კვალიფიციური“ შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით, თუმცა სასამართლომ საქმეს დაურთო მტკიცებულებები და მოპასუხე მხარეს უარი უთხრა „კვალიფიციური“ შესაგებლის მიღებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ რეალიზებული იქნა უფლება და სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, 2018 წლის 3 დეკემბერს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი ,,კვალიფიციური“ შესაგებელი უკვე წარმოდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილ დოკუმენტს, ვინაიდან მოცემული დროისათვის მოპასუხეს უკვე გაქარწყლებული ჰქონდა შესაგებლის წარმოდგენის უფლება.

ცნობისთვის: ჩინურმა კომპანიამ სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 30 აგვისტოს წარადგინა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია, ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებულ თანხასთან ერთად, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებსაც გადაიხდის, რაც მთლიანობაში - 8,294.96 ლარს შეადგენს. ჩინური კომპანიის ინტერესები სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ორგანიზაციის საერთაშორისო მიმართულების იურისტმა, გიორგი ლაბაძემ წარმოადგინეს. საქმე მოსამართლე ივერი აბაშიძემ განიხილა. ორგანიზაცია ითვალისწინებს რეპუტაციულ ღირებულებებს და არ ახდენს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის დასახელებას და მხოლოდ ამ საფუძვლით, მითითებას მათ წარმომადგენლებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა