logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თეა წულუკიანმა ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა
თეა წულუკიანმა ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა
13:39 08.04.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანის ბრძანებით დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის თაობაზე.

„ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებას შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, რომელიც შეფერდის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა. ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ძირითად ინტერესებს, და ასევე არ არსებობს ჰუმანიტარულ ან სხვა გარემოებათა გამო შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხე არ ექმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 ანდა მე-8 მუხლების დარღვევის რისკი“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ექსტრადიციის შესახებ ბრძანება აღსასრულებლად გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც დაევალა შეფერდის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისათვის გადაცემა კანონით დადგენილი წესითა და ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის შედეგად დადგენილ ვადაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო