logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს
არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს
16:29 07.04.2019
"მჯერა თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს'', - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენაზე.

უმრავლესობის ლიდერმა თავის გამოსვლაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჭიათურის მომავალი ნამდვილად ყველა თაობის საზრუნავია. მე მინდა ორი სიტყვით შევაჯამო თქვენთან ერთად, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში და ორიოდე სიტყვა მინდა მომავალზეც გითხრათ. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებები,თავისუფლების და ღირსების დაბრუნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

2012 წლიდან, პირველი, რაც თქვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით გაკეთდა, ის იყო, რომ ადამიანი გახდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს სახელმწიფოში. დიახ ,ჯერ კიდევ ბევრი რჩება, ვისაც სჭირდება დახმარება, უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში.

ჩვენ ერთად შევცვალეთ ჯანდაცვის სისტემის კურსი. ის ხარჯები,რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა ჯანდაცვის სფეროში კვლავ სახელმწიფომ მნიშვნელოვანწილად აიღო თავის თავზე, გაფართოვდა სერვისები, გაიხსნა ახალი კლინიკები და მოქალაქეებს დღეს ბევრად უკეთესად ,ბევრად მეტად და ბევრად მაღალი რესურსებით ემსახურება სახელმწიფო.

ენერგეტიკის სექტორში 20 ახალი ელექტროსადგური აშენდა თქვენი მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლების პირობებში. წინა მთელ პერიოდში მხოლოდ ერთი ახალი ელექტროსადგური იყო აშენებული. გაიზარდა ვაჭრობა და ექსპორტი. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და დღეს პრაქტიკულად ეს ხელშეკრულებები ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, ჭიათურაში წარმოებული პროდუქციაც ითვლება და მიღებულია ევროპულ ბაზარზე. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოს ექსპორტზე გააქვს 80 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო, როდესაც ეს მაჩვენებელი 30 მილიონს არასდროს აჭარბებდა.

ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და ჩავდეთ იქ გარანტიები,რომელიც მომავალში უფრო მშვიდი,უფრო ევროპული, უფრო დაბალანსებული პოლიტიკის გატარების სესაძლებლობას მისცემს ხალხს და პოლიტიკოსებს.

ჩვენ განვახორციელეთ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ,მაგრამ კიდევ ბევრია დასასრულებელი , მათ შორის უნდა ჭიათურის საბაგირო სისტემა და თუნდაც ის მნიშვნელოვანი გზები, რომელზეც მერობის კანდოდატმა ისაბურა. ჩვენ გავხსენით კიდევ უფრო მეტად კავშირები ევროპასთან. საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ არის თქვენი მხარდაჭერის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი. ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი. ვეცადე მხოლოდ ის მეთქვა,რაზეც კითხვის ნიშნები ოპონენტებსაც კი არ აქვთ. საერთაშორისო შეფასებებშიც კი ეს მიღწევები არის ასახული.

2020 წლამდე და შემდეგ "ქართული ოცნება" თქვენი მხარდაჭერით გააკეთებს მასშტაბურ, ისტორიულ და უპრეცედენტო ინვესტიციას განათლების სექტორში. ეს პირდაპირ აისახება მასწავლებლებზე ,სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მშობლებზე და თითოეულ ოჯახზე ,ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი აინტერესებს. ჩვენ ვდებთ პირობას ,რომ ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი - მეოთხედი დაიხარჯება განათლების სისტემაზე. ეს არის ახალი სკოლები, გაზრდილი ხელფასები პედაგოგებისთვის, უფრო ხარისხიანი განათლება და სასწავლო პროგრამები.

ჩვენ ვაპირებთ ასევე ინდუსტრიული სფეროს განვითარებას. გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა უპრეცედენტო პროგრამა,რომელიც პირველ რიგში იმერეთის საკუთრება იქნება და საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება ელექტრომობილების წარმოება. ეს იქნება ქუთაისში ძალიან მასშტაბური წარმოება.

მესამე, რაზეც ჩვენ დიდ ყურადღებას დავხარჯავთ, იქნება რეგიონების განვითარება. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შეამოწმოს ამ წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. თქვენ ნახავთ,რომ უდიდესი რესურსი არის სწორედ რეგიონებზე გათვალისწინებული. დაფინანსება არის გაზრდილი და ასევე ცენტრალური პროექტების არის მორგებული რეგიონებზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მეგობარს , ჩვენს კოლეგას გივი მოდებაძეს, რომ აქტიურად გამოიყენოს თქვენთვის ეს შესაძლებლობა.

და ბოლოს, რაც მინდოდა ყველაზე მეტად გვეთქვა. რაც არ უნდა პოლიტიკური დაპირისპირება იყოს, რაც არ უნდა პოლარიზაცია გააკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნებამდე თუ არჩევნების დროს, ჩვენ გპირდებით ,რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას და საზოგადოებას შესთავაზებს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, სადაც მთავარი იქნება , რა კეთდება, მთავარი იქნება, რა პასუხები და არგუმენტები გვაქვს საზოგადოებასთან და არამც და არ იქნება მთავარი იმ ზოგჯერ უტიფარ,თუ ზოგჯერ დაუსაბუთწბელ კრიტიკაზე თუ საინფორმაციო კამპანიებზე,რომელსაც თქვენ ხედავთ მედიით.

ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ნდობის განახლება საზოგადოებასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას , რომ ეს განვითარების პროცესი, როგორც მთელს საქართველოზე, ასევე ჭიათურაზეც თანასწორად და სამართლიანად იქნება ასახული. მადლობა ,რომ მხარს უჭერთ თქვენს ქვეყანას და მხარს უჭერთ იმ პოლიტიკურ ძალას ,რომელსაც თქვენთან ერთად მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია'', - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის