logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციაში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
გიორგი გახარია საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციაში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
11:23 06.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც დაცული ობიექტებიდან განგაშის ოპერატიულად მიღებისა და რეაგირებისთვის ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა, რაც ობიექტებიდან სიგნალის მიღების შეფერხებას იწვევდა. ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოხდა მისი სრულად გადაიარაღება, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემებზე მომსახურე სერვერების განახლება. აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის სამმართველოებში დამონტაჟდა ახალი სადისპეჩერო სადგურები და სერვერი, განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა SIS და კომპიუტერული აპარატურა. გააქტიურდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსგავსი მასშტაბის ტექნიკურ განახლებას დაარსებიდან ამ დრომდე არ მომხდარა.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ცხელი ხაზის 125-ის ბაზაზე შეიქმნა მულტიფუნქციური "ქოლ ცენტრი" და ერთიანი სწრაფი რეაგირების პულტი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის აპარატურა და განთავსდა სპეციალური ინვენტარი. მოხდა თანამშრომლების გადამზადება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს თანამდებობრივი სარგო 125 ლარით გაეზარდა. დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

,,დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები. მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა. ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად. ვიმსჯელეთ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებზე, 2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამაზე უნდა იზრუნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა