logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის 8 ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის 8 ფაქტი გახსნა
13:04 31.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის ფაქტები გახსნეს.

პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ე.წ. "მუხიანის დაჩების" დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს - მხილებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 4 პირი: 2003 წელს დაბადებული ლ.მ. 1974 წელს დაბადებული ზ.მ. 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები მათი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა მუხიანსა და თემქის დასახლებაში მომხდარი ძარცვის 2 ფაქტიც გახსნეს.

პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული ერთ პირი სამტრედიაში იმ დროს დააკავა, როდესაც ის საქართველოდან გამგზავრების მიზნით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა - 1985 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ მიმდინარე 21 მარტს ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ძარცვის მეორე ფაქტს, სამართალდამცველებმა გლდანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის და მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს არასრულწლოვანი, წარსულში ქურდობის ბრალდებისგან განრიდებული, 2001 წელს დაბადებული ს.ბ. პოლიციამ ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის