logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გახარია სარალიძეზე: ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც არის - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე იქნას მიყვანილი და წერტილი დაესვას
გახარია სარალიძეზე: ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც არის - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე იქნას მიყვანილი და წერტილი დაესვას
13:15 23.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი და ამას წერტილი დაესვას.

„რა თქმა უნდა, ეს მძიმე თემაა. პერსონალურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც არის, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. 2 დღის მოსული ვიყავი მე შინაგან საქმეთა სამინისტროში, როდესაც ეს მოხდა და უზომო ძალისხმევა გატარდა მაშინ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, შედეგი ყოფილიყო ობიექტური და რეალური. თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი არ იყო გაკეთებული და გარკვეული ხარვეზები იყო დაშვებული. კონცეპტუალურად, მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ მე მესმის, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა მშობლებისთვის და ვერავინ ვერ იპოვის იმ სიტყვებს , რომელიც ნუგეშის სიტყვები იქნება, თუმცა, მე საერთოდ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანურად ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის ეს მუდმივი ტვირთი იქნება, მართლა ასე იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფორმალური, მორალური პროცედურებით ვიღაცას კანონის პირდაპირი დარღვევა არ ჩაუდენია. ვიღაცას აქვს მაგალითად საშუალება ფორმალური იურიდიული მხარით ისეთი პასუხი გაგცეთ, რა პასუხიც თქვენ მიიღეთ. მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც მორალური განზომილება და ეს მორალური განზომილება ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, მე სანამ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და სანამ ამის საშუალება მექნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი და მას წერტილი დაესვას. არის რამდენიმე პროცედურა, აპელაცია მიმდინარეობს, როგორც ვიცი ბრალდების მხარემ ბოლო სიტყვა უკვე თქვა, შემდგომ იქნება დაცვის მხარე, შემდგომ იქნება განაჩენი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარალელურად გამოძიებას ვაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მე იმედი მაქვს იმის, რომ იმ პროცესში, რომელიც დღეს აპელაციაში მიდის გარკვეული ახლადგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ პროგრესი გვექნება და წინსვლა გვექნება, ისევე როგორც იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ, გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის, რომ რასაც მე ახლა ვამბობ ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ეს არის ის ფორმალური იურიდიული მხარე, რასაც ჩვენ მივყვებით“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა