logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
"ახალგაზრდა ადვოკატები" ლისის ტბის საქმეზე, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვას მოითხოვს
"ახალგაზრდა ადვოკატები" ლისის ტბის საქმეზე, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვას მოითხოვს
14:06 18.03.2019
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს მთავარ პროკურატურას ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვის მოთხოვნით, კიდევ ერთხელ მიმართეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  2012 წლის დეკემბრიდან, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, მმართველი პოლიტიკური პარტიის უკვე მეხუთე მთავარი პროკურორიდან ამაოდ მოითხოვს დაზარალებულად ცნობას და საქმეზე შეჭმარიტების დადგენას, განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები - არასაკმარისია და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არ ხდება საქმის გამოძიებით რეალური დაინტერესება.

"საგამოძიებო უწყებამ დაკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც ქონების დათმობის პროცესში, წარმოადგენდა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს. მან ამ პროცესში დუმილი ამჯობინა და გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს და მაშინდელ ხელისუფლებას და რამაზ ახვლედიანს განუცხადა, რომ თავი სამართლებრივი საშუალებებით დეცვა - "კონსტიტუცია დაიცავდა". მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები აღმოჩდნენ. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია. ამასთან, საქმეზე დაკითხული არ არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც ქონების ნების საწინააღმდეგოდ დათმობაზე, რამაზ ახვლედიანის იძულება განახორციელეს. მხარემ აღნიშნული პირების დაკითხვის მოთხოვნით, პროკურატურას ჯერ კიდევ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებით მიმართა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ცალსახად აცხადებს, რომ უფლებას არ მისცემს არც ერთ პარტიას, პოლიტიკოსს, სამოქალაქო ორგანიზაციას, ექსპერტს თუ ჟურნალისტს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რამაზ ახვლედიანის სამართლიანი ბრძოლა წინა ხელისუფლების მიერ წართმეული საკუთრების დაბრუნებისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ხელისუფლებიდან მომდინარე დავალების ნაწილად წარმოაჩინონ. ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან არაერთი საჯარო განცხადებით ცდილობს ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, მოქმედებს რამაზ ახვლედიანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლებით.

ცნობისთვის: 2018 წლის 27 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის განჩინებით, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" წინააღმდეგ, დასაშვებად იქნა ცნობილი და განხილულ იქნება მხარეთა დასწრების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. შესაბამისად, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. რამაზ ახვლედიანის საკუთრების უფლებები, 2012 წლის შემდგომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა აღდგენილი, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სრულად დააკმაყოფილა ბიზნესმენის კომპანიის "თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის" სააპელაციო საჩივარი და სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე "საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის" ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები, თუმცა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული. რაც შეეხება რამაზ ახვლედიანის საჩივარს ლისის ტბის წართმევის საქმეზე სისხლის სამართლებრივი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და დაზარალებულად ცნობის თაობაზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წლის 27 ნოემბერს მიეწოდა, თუმცა საქმე უძრავად დევს.", - ნათქვამია "ახლაგზრდა ადვოკატების"   განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის