ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
დაკითხვაზე მივიდა.
„ის მოვლენები, რომელიც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ვითარდება და კითხვები, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან. მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მაღალი სტანდარტის საჯაროობა არის გამოსავალი ამ ყველაფრიდან. მე მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას ამ პროცესების. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესში. ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადექვატური“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.