logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
განცხადება ლისის ტბის წართმევის საქმეზე
განცხადება ლისის ტბის წართმევის საქმეზე
16:50 07.03.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის და უპასუხებს პოლიტიკოსებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლთა მიზანია ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესი, როგორც საქართველოს სასამართლოებში, ასევე საქართველოს პროკურატურაში, მამუკა ხაზარაძის მიმართ პოლიტიკური ბრძოლის თუ სამართლებრივი დისკრედიტაციის მცდელობად წარმოაჩინონ.

„ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ პროცესად ქცევა და სისტემურ დანაშაულზე იმგვარი მსჯელობა, თითქოსდა ლისის ტბის საქმეზე, არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, არ შელახულა რამაზ ახვლედიანის საკუთრების უფლება და ბიზნეს ინტერესები. ასეთი მსჯელობის ავტორი პოლიტიკოსები და სამოქალაქო ორგანიზაციები ნდობას არ იმსახურებს. მათი რიტორიკა ძირს უთხრის ქვეყანაში კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის იდეას, რაც ძალიან საშიშია ჩვენი საზოგადოებისთვის.

საზოგადოებას კი, ჩანს უნდა შევახსენოთ გარემოება - ლისის ტბის გადარჩენა რამაზ ახვლედიანის დამსახურებაა, ლისის ტბის წართმევა - მამუკა ხაზარაძის დუმილის შედეგი.

მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის 2 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ადგილი ჰქონდა საკუთარი ბიზნესის დათმობის მცდელობას. საზოგადოებამ 4 ნოემბერს მოისმინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მაშინდელმა მთავრობამ მამუკა ხაზარაძეს ლისის ტბა საკუთრებაში გადასცა და შეუქმნა მხარდამჭერი გარემო, თუმცა ამ ვითარებაში, იგნორირებულია ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ მაშინდელი გარიგებების შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს ლისის ტბა. ის, რაც ერთი პარტნიორისთვის - მამუკა ხაზარაძისთვის აღმოჩნდა კეთილდღეობის საფუძველი, მეორე პარტნიორისთვის - რამაზ ახვლედიანისთვის - ქონების წართმევის, იძულებისა და შანტაჟის საფუძველი. მამუკა ხაზარაძემ რამაზ ახვლედიანს ლისის ტბის დათმობის მოთხოვნის პროცესში უთხრა, რომ ებრძოლა და კონსტიტუცია დაიცავდა, რითაც, ბიზნეს-პარტნიორმა, მაშინდელ ხელისუფლებასთან პირისპირ, მთლიანად გაწირა და მარტო დატოვა რამაზ ახვლედიანი.

ჩვენ გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ეს ისტორია:

2004 წლის დეკემბერში, რამაზ ახვლედიანსა და ლისის ტბის პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლისის ტბის საერთო მართვასთან დაკავშირებით. 2004 წლის 6 დეკემბერს, ფიზიკური პირის სტატუსით, რამაზ ახლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონებას“ შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი. განზრახულობათა ოქმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დააფუძნებდნენ სააქციო საზოგადოება „ლისის ტბას“.

საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ უნდა შეეტანა 4 მილიონი, ხოლო რამაზ ახვლედიანს საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა მოეხდინა ქონებრივი შენატანის სახით. კერძოდ, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას შეეტანა ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

2005 წლის იანვარში, დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“. 2006 წლის 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო #48 დადგენილება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“. ასევე, საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილს მიიღო #152 განკარგულება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“.

2006 წლის 14 ივლისის #382 პრეზიდენტის განკარგულებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის წინადადება და ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთარებაში გადასცემოდა რამაზ ახვლედიანს, ხოლო ამავე განკარგულების მე-2 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა მცხეთის რაიონის გამგეობის წინადადება და მცხეთის რაიონში ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 267 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“.

პრეზიდენტის განკარგულებით მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის პირობად განისაზღვრა:

ა) მიწის ნაკვეთების განსაზღვრის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება და 2006 წლლის 31 დეკემბრამდე ლისის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) მიწის ნაკვეთების განსაზღვრის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესაბამისი სამსახურებისგან ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენიდან (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მიღებიდან) 12 თვის ვადაში ლისის ტბის კომპლექსის განვითარების პროექტის მომზადება;
გ) პროექტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმება-დამტკიცებისა და ძირითად ობიექტებზე მშენებლობის ნებართვების მიღებისთანავე მშენებლობის დაწყება და მისი დასრულება არა უგვიანეს 2014 წლის დეკემბრისა (მათ შორის დამსვენებელთა ზონის (პლაჟი, გამაჯანსაღებელი კომლექსი, სპორტული მოედნები) მოწყობა, კვების ობიექტების, საცხენოსნო კომპლექსის, დასასვენებელი კოტეჯების, SPA კომპლექსისა და სასტუმროს აშენება)

რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. მეტიც, პრეზიდენტის განკარგულებით დასახული ძირითადი ვალდებულებების შესრულებამდე, რამაზ ახვლედიანს გააჩნდა გონივრული ვადა - 2006 წლიდან მომდევნო 8 წელიწადი, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რამაზ ახვლედიანს უნდა შეესრულებინა მხოლოდ მიწის დასუფთავება, რაც დოკუმენტურად დასტურდება, რომ ბიზნესმენს შესრულებული გააჩნდა.

2006 წლის 1 ნოემბრის წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია რამაზ ახვლედიანს წერილობითი ფორმით ატყობინებს, რომ წარმოებაში არსებობდა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, შემხვედრი საჭიროებისა გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეექმნა უწყებრივი საინვენტარიზაციო კომისია და აღწერილიყო ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (პასიური და აქტიური ნაწილი). მიმართვიდან მე-4 დღეს, რამაზ ახვლედიანი პირადი განცხადების საფუძველზე თმობს შეძენილ ქონებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის მაისის წერილის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე რამაზ ახვლედიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, ხოლო საქმეზე, პროკურორის 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით, შეწყდა გამოძიება, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ამ ფორმით იძალადა ბიზნესზე.

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

ჩამორთმეული ქონება, პირდაპირი მიყიდვის წესით, 2019 წლის მაისში, გადაეცა მამუკა ხაზარაძეს, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად.

რამახ ახვლედიანმა 2012 წლის დეკემბერში მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამოძიების წარმოება, დაზარალებულად ცნობა. 2015 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიისა და ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მიმართ და მოითხოვა ქონების დათმობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება.

დღეს მამუკა ხაზარაძის მიმართ წარმოებული პროცესის პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია მიზანიმართულად ცდილობს ლისის ტბის წართმევის ეპიზოდი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევად წარმოაჩინოს, საზოგადოებას მიაწოდოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე სრულიად არარსებული და ბუნდოვანი ინფორმაცია, რაც საერთო მდგომარეობით, არ ემსახურება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზანს და ლისის ტბის წართმევის საქმეზე დოკუმენტურად დადგენილ სიმართლეს წარმოაჩენს ყალბი მონაცემებით.

სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი, საქართველოს პროკურატურიდან ვერ აღწევს დაზარალებულად ცნობას, ხოლო საერთო სასამართლოები სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ხანდაზმულობის ვადების დარღვევას ასახელებს.

სწორედ ამ პირობებში, ოთხწლიანი პრინციპული სასამართლო წარმოების პირობებში, ჩვენ შევძელით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2018 წლის 27 დეკემბერს, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივრი არსებითი განხილვისთვის მიეღო და ლისის ტბის წართმევის საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით შეეფასებინა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად აცხადებს, რომ უფლებას არ მისცემს არც ერთ პარტიას, პოლიტიკოსს, სამოქალაქო ორგანიზაციას, ექსპერტს თუ ჟურნალისტს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა ყველა ჯგუფთან დამატებითი კონსულტაცია, თუკი ლისის ტბის წართმევის საქმეზე რომელიმე დაინტერესებული მხარე ამოთქვამს სურვილს შეხვედრაზე და რეალური ინფორმაციის მიღება დოკუმენტურად გახდება შესაძლებელი.

როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე ბადრი ჯაფარიძეს, ყველაზე კარგად მოეხსენებათ ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ისტორია და ეს მათი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობცაა. ჩვენ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ სამართლებრივი ფორმებით ვცდილობთ რამაზ ახვლედიანის კანონიერ ინტერესებში აღდგენას და „ახალგაზრდა ადოკატები“ გააგრძელებს ამ პროცესს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, საკუთარი აპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარ, რამაზ ახვლედიანის წინაშე უპირობო სამართლინობის აღდგენით“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის