logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს
11:00 22.02.2019
21 თებერვალს, ქალაქ ვენაში, საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს.

საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა, დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს. აკადემიაში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების წარმატებით და შედეგებით არის განპირობებული.

საქართველო „IACA“-ს საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს შეუერთდა, რამაც საქართველოსა და აკადემიას შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადაიყვანა, 2018 წლის სექტემბრიდან კი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2017 წელს იუსტიციის სამინისტრომ „IACA“-ს სამაგისტრო პროგრამასაც უმასპინძლა. პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური პროგრამების დირექტორატმა მიიჩნია, რომ „საქართველო იდეალური ადგილია ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“, ამიტომაც სტუდენტებმა მსოფლიოს 16 ქვეყნიდან სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში გაიარეს. სამაგისტრო კურსის ჩატარებას „IACA“ 2019 წელსაც საქართველოში გეგმავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა