logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
10:45 22.02.2019
სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა.

საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების გაქცევის მცდელობისას მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ციხის თანამშრომლების მხრიდან მომჩივნების არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს დაზიანებები მიაყენეს 2009 წლის 30 მარტს, გაქცევის მცდელობისას, დაკავების დროს ან მოგვიანებით, მათ მიმართ

განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად. შესაბამისად, მომჩივნების მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. კიდევ ორ მომჩივნის − რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის − მიმართ მსგავსი დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ დაირღვა დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უფლება.

ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000-6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000 ევრო განსაზღვრა.

საქმე „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ზემოაღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.

შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს 2008 წლის 18 იანვარს მომხდარი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, დაკითხოს ყველა მოწმე და გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის სახით. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციას, ხოლო დანარჩენ პრეტენზიებზე უარი განაცხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის