logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს
16:28 19.02.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნეს-კომპანია „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, თეა ძიმისტარაშვილის საქმიდან აცილებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმის მასალები, 2018 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა სპეციალური კვლევა და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს დაიდო წინარე და ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა კომპანიის უძრავი ქონებების გასხვისება. ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს არ აძლევდა სპეციალური შეზღუდვა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, გააჩნდა ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოისლება და ქონებების გასვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით იკვეთება შემდეგი - ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“, სადაც შეცვლილი იქნა ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით, რომ მისი ხელმძღვანელისგან, თითქოსდა საზოგადოების ქონების გასხვისება არ იზღუდებოდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დაუმტკიცა სადავო ქონებები, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, მოახდინა წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის თვითნებური გაუქმება. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო არ ახდენს კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მონაცემთა ბაზიდან ამოღებას, რაც გახდა დავის სასამართლო წესით დაწყების საფუძველი.

კომპანია „მეტალინვესტის“ დირექტორის, მურთაზ უგულავას განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, შპს „მეტალინვესტისა“ და მურთაზ უგულავას სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: ს.ს. „საქართველოს ბანკისა“ და მიხეილ უგულავას მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დავის საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებებზე ს.ს. „საქართველოს ბანკის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა და აღნიშნულ უძრავ ქონებებზე შპს „მეტალინვესტის“ საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მეტალინვესტის“ მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტი - 2010 წლის 7 აპრილის ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებებზე შედგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების განკარგვაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუქნტისა და 23-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გააუქმა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „მეტალინვესტმა“ ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ქმედების დავალება, რომლითაც უნდა მომხდარიყო კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემიდან ამოღება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მეტალინვესტის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ სადავო წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის დამოწმებული იყო სანოტარო წესით და შედგენილი კერძო აქტის სახით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და აღნიშნული საქმის განხილველი მოსამართლე დღესდღეობით ისევ თეა ძიმისტარიშვილია, რომელმაც სადავაო საკითხებთან მიმართებით, ერთხელ უკვე გამოთქვა საკუთარი შეხედულება.

ორგანიზაციის შეფასებით, დღესდღეობით, შპს „მეტალინვესტი“ საქმიანობს იმ პირობებში, როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის ორი წესდება ფიქსირდება - ნამდვილი და იურიდიულად არაუფლებამოისლი, ხოლო სადავო საკითხის გასწორებისთვის, ახალი დავის პირობებში, იურიდიული პასუხისმგებლობა არ აიღო არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ. მოსალოდნელია, რომ ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაც. ეჭვგარეშეა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი ე.წ. წესდების საქმეზე გაიზიარებს და იხელმძღვანელეს ერთხელ უკვე წარმოდგენილი მსჯელობით, რომელიც სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოიხატა. შესაბამისად, მხარის გადაუდებელი და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია საქმე გადაეცეს სხვა პალატას და საკითხზე იმსჯელოს მოსამართლემ ან/და მოსამართლეებმა, რომლებიც არავითარ შემხებლობაში არ არიან წარსულშიც და ახლაც „მეტალინვესტის“ საქმესთან, მეტადრე ე.წ. წესდების ნამდვილობის დადგენის საქმესთან მიმართებით.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ „მეტალინვესტის“ საქმეზე სამოქალაქო ადვოკატირებას 2018 წლის აგვისტოდან ახდენს. გამოქვეყნებული კვლევა მიეწოდათ აღმასრულებელ, საკანონმდელო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. ე.წ. წესდების საქმეზე სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 20 თებერვალს გაიმართება. მოსამართლის საქმიდან აცილების შუამდგომლობა სასამართლოს წერილობითი ფორმით უკვე მიეწოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა