logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: ჩვენი არჩევანი იყო რომ 2018 წლის დასაწყისიდან დეტალური სტატისტიკა გამოგვექვეყნებინა, ტენდეციები გარკვეულწილად NDI-ს კვლევაშია ასახული
ნინო ჯავახაძე: ჩვენი არჩევანი იყო რომ 2018 წლის დასაწყისიდან დეტალური სტატისტიკა გამოგვექვეყნებინა, ტენდეციები გარკვეულწილად NDI-ს კვლევაშია ასახული
18:28 28.01.2019
“ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები. ჩვენი არჩევანი იყო რომ გამოგვექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა 2018 წლის დასაწყისიდან. ტენდენციები გარკვეულწილად ასახულია იმ კვლევაშიც, რომელიც NDI- მ დღეს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად’’- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ NDI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

ნინო ჯავახაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმირების პროცესს, სისტემურ განახლებას, რათა პოლიციის მუშაობა კრიმინალთან ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ და CRRC–საქართველო მედია-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინა. კვლევა ასევე ეხება კრიმინალისა და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, კვლევაში პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად მხოლოდ 21 %.
რაც შეეხება, კრიმინოგენული კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა ან უცვლელია, ხოლო ნაკლები მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, პოლიციის რეაგირებით კმაყოფილია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს (47%).

აღსანიშნავია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასახელებულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთი საკითხები როგორიცაა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ხელფასები, პენსიები, განათლება, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა