logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ განახლებაში აკადემიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ განახლებაში აკადემიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს
12:02 26.01.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციას დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და სწორედ აკადემია ყალიბდება სისტემაში მოხვედრის ერთადერთ გზად. გარდა ამისა, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. 2018 წელს აკადემიაში შემუშავდა და განახლდა 46 ახალი პროგრამა/ტრენინგი, რომლებიც პოლიციელთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მათ შორის შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცერთა სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც უკვე გადამზადდა 66 ოფიცერი და ამჟამად მიმდინარეობს 84 ოფიცრის გადამზადება. ასევე, შემუშავდა გამომძიებელთა სასწავლო პროგრამაც. საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება.

მხოლოდ გასულ წელს, აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, რაც წინა წლის მონაცემებს 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული სწავლების მეთოდის საშუალებით დამატებით გადამზადდა 16 692 პოლიციელი.

,,აკადემია არის სისტემურად მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, მოტივაციასთან ერთად, არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც საპოლიციო საქმიანობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს. სისტემურ განახლებაში აკადემიას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი.’’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიაში დაათვალიერა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ შორის აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც 2018 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად ჩამოსულ პოლიციელებსა და ტრენერებს მოემსახურება. განახლდა საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, სიმულაციური სწავლების სივრცე, განხორციელდა აკადემიის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა.

ასევე, 2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის და სასწავლო პროგრამების განახლება აკადემიაში 2019 წელსაც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა