თბილისში ჩინური რესტორანი გაქურდეს
თბილისში ჩინური რესტორანი გაქურდეს
17:01 24.01.2019
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დღეს დილით ჩინური რესტორანი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები და ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.

რესტორნის დირექტორის თქმით, კამერებში დაფიქსირებულია ორი ნიღბიანი ახალგაზრდა, თუმცა მათი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მუხლით საქმე უკვე აღძრა.

ბეჭდვა