გამთენიისას, თბილისში, პეკინის ქუჩაზე საიუვილერო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს. წაღებულია
დიდი ოდენობით ნივთები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათასი ლარია.
ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, სამმა პირმა, კარის გატეხვის გზით შეაღწია მაღაზიაში . სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს კამერებიდან ვიდეომასალები და გამოკითხეს თანამშრომლები. როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, სამმა პირმა მაღაზიაში, გამთენიისას, დაახლოებით 4-ის ოცი წუთისთვის შეაღწია. მისივე განცხადებით, ყველა კამერა მუშა მდგომარეობაში იყო და მომხდარი დაფიქსირებულია. სათვალთვალო კამერებმა სამი ადამიანი აღბეჭდა.