logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევიტანთ ინიციატივას, რომლის ფარგლებში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც მოხდება
გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევიტანთ ინიციატივას, რომლის ფარგლებში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც მოხდება
23:53 25.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც ზუგდიდში კრიმინალის მატებას ეხებოდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ღიმილისმომგვრელია და მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე აქვს ადგილი, რადგან ოპონენტებს სხვა არგუმენტები აღარ აქვთ.

"ამ ზღაპრებს, რასაც ვისმენ ვუპასუხებ, როგორც კი არჩევნები დასრულდება. ეს ღიმილისმომგვრელი სპექტაკლია რაღაც საკითხებზე, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველია. არსებობს საგამოძიებო უწყებები და არსებობს პოლიცია, არავის საქმე არ არის იმ განცხადებების კეთება, რომ რაღაც კრიმინოგენული სიტუაცია თურმე ზუგდიდში გამწვავდა. ეს ხდება მაშინ როდესაც ადამიანს არ რჩება სხვა არგუმენტი. ზუგდიდში კრიმინოგენული სიტუაცია ახლა გამწვავდა, არჩევნებამდე 2 დღით ადრე? მაშინ როდესაც 7-8 თვით ადრე, ერთი წლის წინ მართლაც მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იყო და ვებრძოდით, მაშინ სად იყო ეს ხალხი? მაშინ რას აკეთებდა? ალბათ მაშინ თბილისში ცხოვრობდნენ თბილად ხომ? ახლა რაც შეეხება სტატისტიკას, გადახედეთ კრიმინოგენულ სიტუაციას ზუგდიდში ბოლო 3-4 თვის განმავლობაში. ბოლო შემთხვევის გარდა, არც ერთი მძიმე სახის დანაშაული არ მომხდარა. ამიტომ, ახლა ამ ღიმილისმომგვრელ სპეკულაციებზე არ მინდა დრო დავხარჯო. იმიტომ, რომ ვიცი, ყველა ჩემი სიტყვა იქნება პოლიტიკური კონტექსტით გამოყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში მე წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელმაც კრიმინალური სამყაროსა და ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ახალი კანონის ინიცირება მოახდინა პარლამენტში და ეს კანონი მიიყვანა ბოლომდე. რის შედეგადაც დღეს, ათობით კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი და შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი არის დაკავებული. ახლა გეტყვით ერთ სიახლეს - უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში შეიტანს ინიციატივას, რომლის ფარგლებში მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც. ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს რას ნიშნავს, საქართველოში ჩვენ ვსაუბრობთ ქურდულ მენტალიტეტზე, ახლა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც მოხდება. ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს და ქურდულ სამყაროს. საერთოდ ასეთი გაგება, როგორიც არის ქურდული მენტალიტეტი, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. იმ სისულელეებზე, რომლებსაც უბრალოდ სხვა არგუმენტები, რომ აღარ აქვთ, პოლიტიკური კონტექსტისთვის იყენებენ, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების წინ პასუხს არ გავცემ. დასრულდება არჩევნები, შემდგომ ყველას ვუპასუხებ“-განაცხადა გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის