შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონებში პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონებში პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
16:27 23.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო.

მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა ზუგდიდში, პოლიციის განყოფილებაში გამართულ შეხვედრაზე პოლიციელებისგან მათი სამუშაო გარემოს, გამოწვევებისა და სოციალური პირობების შესახებ პირადად მოისმინეს.

გიორგი გახარიამ პოლიციელებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უსაფრთხოების და ამ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დაცულობის საკითხის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, რეგიონისთვის აფხაზეთთან დროებითი საოკუპაციო ხაზის არსებობა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა.

დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდება.
გიორგი გახარია რეგიონებში პოლიციელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბეჭდვა