logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტული საქმე უზენაესმა სასამართლომ არსებითი განხილვისთვის დასაშვებად ცნო
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტული საქმე უზენაესმა სასამართლომ არსებითი განხილვისთვის დასაშვებად ცნო
17:33 22.11.2018
საქმე, რომელიც მოიცავს სამართლებრივ პრობლემას და რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითი განხილვისთვის მიიღო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვა რაც გულისხმობს „საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“, რითაც სრულად გაიზიარა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობისა და მიკერძოების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2018 წლის ივნისიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია სააქციო საზოგადოების საქმე, რომელიც ეხება პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებას და დელიქტიდან წარმოშობილი პარტნიორი წევრის მიმართ გაუნაწილებელი დივიდენდის კანონიერების საკითხს. დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილს შედგა აქციონერთა საერთო კრება. დღის წესრიგით განხილულ საკითხთა შორის განხილულ იქნა ერთ-ერთი პარტნიორის მიმართ დივიდენდის გაცემის საკითხი. პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა, რომ პარტნიორთა წილი გაუნაწილებელ დივიდენდად უნდა გამოყოფილიყო. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება სააქციო საზოგადოების მიმართ ფინანსური დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასახელებული პარტნიორი უშუალოდ მონაწილეობდა სააქციო საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულის მომზადებაში, ფლობდა ინფორმაციას ე.წ. „ყალბი სესხების“ გაცემაზე, შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმში აღინიშნა, რომ პარტნიორს, მართალია, გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, თუმცა იმ ფინანსური ზიანის საშიშროებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდეს, გამოიწვევს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას. ამიტომაც, აქციონერთა კრებამ სამართალში აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის გამოყენებით - ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორის დივიდენდის გაუნაწილებელ დივიდენდად გამოყოფის უფლებაზე და კრებას უარი არ უთქვამს აქციონერის უფლებაზე, ფლობდეს მოგებას და დივიდენდს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სააქციო საზოგადოების პარტნიორმა პარტნიორთა კრების ოქმი სასამართლო წესით გაასაჩივრა 2016 წლის 17 ნოემბერს, 16 სრული კალენდარული თვისა და 39 კალენდარული დღის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ მიჩნეულია "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლი, რომელიც ადგენს შემდეგს: I - ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. II - დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. ამჟამად, სადავო გარემოებაა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ გასაჩივრება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ კრების ოქმის გასაჩივრების ვადად მიჩნეულ იქნა "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი - 5-წლიანი საპროცესო ვადა, რასაც სააქციო საზოგადოება არ ეთანხმება.

მოცმეულ შემთხვევაში, დავა ეხება დივიდენდის არა გაცემაზე უარს, არამედ გაუნაწილებელ დივიდენდად საზოგადოების წევრთა გადაწყვეტას. აღნიშნულის საფუძველია საზოგადოების ერთ-ერთი წევრი პარტნიორის კანონთან კონფლიქტში არსებობის ფაქტი. ამასთან, ამავე პირის მიერ საზოგადოების წინაშე ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარება. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს და ექსპერტიზის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მყარი შეფასების გარეშეა დარჩენილი საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მართლზომიერების საკითხი, როდესაც საკითხი ეხება - კომპანიის კომერციულ ინტერესებს, პარტნიორის არაკეთილსინდსიერებას, დივიდენდს, როგორც საკუთრებას და საწარმოს მიმართ დამდგარ ზიანს. კანონი, ასეთ ვითარებაში, ქცევის არავითარ დადგენილ სტანდარტს არ გვთავაზობს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კი, იდენტური ხასიათის დავებზე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საქმის არსებითი განხილვისთვის დასაშვებად მიჩნევის გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: ნონა თოდუამ (თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), პაატა ქათამაძემ და ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღეს. საქმეზე სააქციო საზოგადოების ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახორციელებს. ორგანიზაციას, აგრეთვე მიაჩნია, რომ დასაბუთებულია სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნევს დავა განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის