logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულებს 9 და 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულებს 9 და 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
11:58 19.11.2018
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ, ყაჩაღურად თავდასხმის მიზნით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს, რომელსაც მართავდა ზ.ჯ. და მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან’’ მიყვანაზე შეუთანხმდნენ. გზაში მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ მძღოლს ავტომანქანა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განთავსებულ ე.წ. დევნილთა საერთო საცხოვრებელთან გადაახვევინეს, მ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო, რის შემდეგაც მან და ი.ტ.-მ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს 40 ლარი, ავტომანქანის გასაღები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. და ი.ტ. 2018 წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. მ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო ი.ტ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ჯ.-ს 9 წლით, ხოლო ი.ტ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ვინაიდან ი.ტ. დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, იგი სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის,” - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა