logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლონდა თოლორაია: 2018 წელს ქალთა მკვლელობები შემცირებულია 58%-ით
ლონდა თოლორაია: 2018 წელს ქალთა მკვლელობები შემცირებულია 58%-ით
11:48 15.11.2018
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, 2018 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებულ მაჩვენებელსა და ამ მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო პრევენცია, უკვე მომხდარ ფაქტებზე კი ეფექტიანი რეაგირება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვნად შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი.

„2018 წელს 58%-ით არის შემცირებული ქალთა მკვლელობები. ასევე, 2018 წელს არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ. ასევე, მიმდინარე წელს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მკვლელობამდე ქალის მიერ იყო მომართული სამართალდაცავი ორგანოსათვის და არ მომხდარა ამ ფაქტზე რეაგირება.

სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება 2017-2016 წლის მონაცემებს, 2018 წელს კი ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო როგორც პრევენცია, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და ვფიქრობ, რომ ეს შემცირებული მაჩვენებელი ნამდვილად მოწმობს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა, როგორც პრევენციის ნაწილში, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების ნაწილში. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლო ნაბიჯები არ არის დაგეგმილი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. როგორც იცით სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი დანერიგილიყო, ეს ინსტუმენტი დაინერგა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება შინაგან საქმეთს სამინისტროს მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლისა და პროგრესის მაჩვენებელია. თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებით გამომძიებელთა გადამზადებას ვაგრძელებთ, იმისათვის, რომ რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, გამომძიებლები უფრო მეტი სენსიტიურობით მიუდგნენ ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ 2018 წელს მიღწეული შედეგი, ნამდვილად არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გამოწვევები, გამომძიებელთა კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლებას საჭიროებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის