მოქალაქე, რომელიც ფეისბუქზე პოსტს საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით ავრცელებს, ორგანოდან ჯერ კიდევ 2014 წელს დაითხოვეს
მოქალაქე, რომელიც ფეისბუქზე პოსტს საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით ავრცელებს, ორგანოდან ჯერ კიდევ 2014 წელს დაითხოვეს
18:44 12.11.2018
მოქალაქე გიორგი ბაბუნაშვილი, რომლიც საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით „ფეისბუქზე“ პოსტს ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ბაბუნაშვილი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე საპატრულო პოლიციის რიგებიდან 2014 წელს გათავისუფლდა.

„უფრო მეტიც, აღნიშნული პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული გახლდათ ადმინისტრაციული წესით. აქედან გამომდინარე, იგი ვერანაირად ვერ ისაუბრებს საპატრულო პოლიციის სახელით. ნებისმიერ დროს მზად ვართ თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“,- აცხადებენ შსს-ში.

გიორგი ბაბუნაშვილი საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით „ფეისბუქზე“ ავრცელებს პოსტს, სადაც წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ აძლევს ხმას სალომე ზურაბიშვილს.


ბეჭდვა