logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე დადგენილი 15 000-ლარიანი ჯარიმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე დადგენილი 15 000-ლარიანი ჯარიმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
17:52 12.11.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იურიდიული პირებისა და დაწესებულებების მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობის შემთხვევებში, 15000 ათასი ლარით დაჯარიმების რეგულაციის გაუქმებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ კოდექსით დადგენილი ჯარიმის ოდენობა, იმავე შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ 100-ლარიან ჯარიმას, გონივრული ფარგლებით აღემატება და კონფლიქტში მოდის მოქმედი კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღნიშნულია, რომ ჯარიმის განმარტების დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს: სამართალგამოყენების ეტაპზე, ჯარიმის შეფარდება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. ჯარიმა წარმოადგენს სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი ხდებოდეს იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტაც, რადგანაც საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის, შესაძლოა, წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას.

ორგანიზაცია წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ასაბუთებს, რომ თეორიულად ჯარიმის ასეთი ოდენობა იურიდიული პირის მიმართ, შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოდ ჯარიმის არსთან, რომლის გაგებაც კარგად არის გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ორგანიზაცია ითვალისწინებს, რომ ჯარიმა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფასთან, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კანონის მიზანი აშკარად სხვაა.ამასთან, თანასწორუფლებიანობის საკითხის შემოწმებისას უნდა გადაიხედოს, თუ რამდენად არიან ფიზიკური და იურიდიული პირები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში და რამდენად ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. სამოქალაქო ურთიერთობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ნამდვილად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. იმის მიუხედავად, რომ სანქცირებასთან მიმართებით ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორობის საკითხი სადავოა, მათ შორის ასეთი უთანასწორობა, ორგანიზაციის პოზიციით, ნამდვილად წარმოადგენს მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენციაციის ინტენსივობის სიდიდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის გამოყენება და ნორმა უნდა შეფასდეს გამომდინარე თანაზომიერების პრინციპიდან. ასეთ დროს, კანონმდებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის გარემოება, რომ მისი მხრიდან უფლებაში ჩარევა უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტურ აუცილებლობას. ორგანიზაციის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, არსებული დიფერენციაცია აშკარად ქმნის შეუსაბამობას პირთა თანასწორობის საკითხში, აწესებს არათანაბარზომიერ სანქციას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით და არის დისკრიმინაციული, რადგანაც უფლების შეზღუდვა ხდება არსებითაც თანასწორ პირთა მიმართ დაუსაბუთებლად განსხვავებული მოპყრობის ფარგლებში, რის გამოც, მოსარჩელე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია

ცნობისთვის: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია დადგინდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება) და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა) კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის საკითხი. კანონში აღნიშნულია, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სარჩელი 2018 წლის აგვისტოში წარადგინა და სასამართლოდან სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მოელის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის