მამუკა ბახტაძე: როგორც გორში, ასევე ქედაში დატრიალებულ ტრაგედიებში ბრალდებულები უმკაცრესად დაიჯებიან
მამუკა ბახტაძე: როგორც გორში, ასევე ქედაში დატრიალებულ ტრაგედიებში ბრალდებულები უმკაცრესად დაიჯებიან
17:15 02.11.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გორში მოკლული 8 წლის გოგონასა და ქედაში დაღუპული 6 წლის ბავშვის მშობლებსა და ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

„რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. აქვე მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიის გამო, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 3 პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს“-განაცხადა ბახტაძემ.

ბეჭდვა