ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
10:12 02.11.2018
ქედაში, სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი - დაშავდა. გარდაცვლილები 22 წლის პატარძალი და 15 წლის მოზარდია.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა.

მათივე თქმით, დაღუპულ გოგონას გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში ბრუნდებოდა.

ბეჭდვა