logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
20:16 18.10.2018
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულ პირებს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ შეხვედრა შესთავაზა, თუმცა დაზარალებულებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს-ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთა ნაწილი კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მსჯავრდებულ მ.ფ.-ს პატიმრობიდან გათავისუფლებას და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

სასამართლოს ორივე ინსტანციამ პროკურატურის მტკიცებულებათა საფუძველზე მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

„დღეის მდგომარეობით, სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი განხილვა არ დაწყებულა, რაც არაერთხელ განემარტა დაზარალებულებს.
სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2343 მოქალაქე. პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რაც არაერთხელ განემარტა როგორც დაზარალებულებს, ასევე მსჯავრდებულ პირებს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შეთავაზებაზე უარისა და საქმის შემდგომ მსვლელობაზე, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე რეაგირების სამართლებრივ საფუძვლებზე არაერთი განმარტების მიღების შემდეგ, არსებული მოთხოვნებით პროკურატურასთან საპროტესტო აქციის ჩატარების მოტივი გაუგებარია“-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა