ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში ავტომანქანა დაიწვა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში ავტომანქანა დაიწვა
10:01 15.10.2018
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი ხესთან შეჯახების შედეგად გაუჩნდა.

მძღოლი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მანქანა. პაციენტი მანქანიდან ჩვენს მისვლამდე იქნა გამოყვანილი. მას მარჯვენა ქვედა კიდურის დახურული ტრამვა აღენიშნებოდა. გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილი იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში,“ - განაცხადა სასწაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ბეჭდვა