შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
16:06 14.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბეჭდვა