logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
12:42 19.09.2018
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.ზესტაფონში ძარცვისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.გ.-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს ი.კ.-ს საჯარო მგზავრობის საფასურის გარეშე, სკოლასთან მიყვანა სთხოვეს, რაზეც ტაქსის მძღოლი დათანხმდა. დანიშნულების ადგილზე მისულებმა ლ.გ.-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს დამატებით სხვა ადგილას მიყვანა სთხოვეს, თუმცა ი.კ.-მ მათ უარი განუცხადა შემდგომი მომსახურების გაწევაზე. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ლ.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გამვლელი მოქალაქეების ჩარევის შედეგად ლ.გ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2017 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ო.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ლ.გ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ო.მ.-ს 160 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა