logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
შსს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14:51 14.09.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ხელთუბანში 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით აწარმოებს.
ამის შესახებ შსს განცხადება ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან