logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
მეუღლის მკვლელობის მცდელობისა და მისი ყოფილი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მეუღლის მკვლელობის მცდელობისა და მისი ყოფილი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14:17 05.09.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირებისთვის, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ბრალდებული, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ჯ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჯ. 2017 წლის იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.ბ.-სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მას. სისტემატიურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მოკვლით ემუქრებოდა. 2018 წლის აპრილში, ე.ბ.-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ.-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო მის ნებას დაყოლოდა.
2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ქ.თბილისის პროკურატურამ ა.ჯ. 2018 წლის 31 მაისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111 19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან