ბათუმში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა
10:52 31.07.2018
ბათუში სამშენებლო სამუშაოების დროს დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით მამაკაცი, შემთხვევით მაღალი ძაბვის გადამცემს შეეხო.
„ახალგაზრდა მამაკაცი სამშენებლო სამუშაობების დროს დაიღუპა. ამბობენ, ის შემთხვევით მაღალი ძაბვის გადამცემს შეეხო. ამ სადენში დაახლოებით 10 ათასი ვოლტი გადის. როგორც ჩანს ის არავინ გააფრთხილა მსგავსი საფრთხის შესახებ“- განაცხადა თვითმხილველმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
გამოძიება სამთო სამშენებლოი სამუშაობის წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა