logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16:07 30.07.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებულები ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ა.ბ.-მ და მ.პ.-მ წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.1181 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 14- ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით 0,2563 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ა.ბ., 6 ცალად დაფასოებულ 0,1062 გრ.-ს მ.პ., ხოლო 43 ცალად დაფასოებულ 0.6526 გრ. „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას ა.ბ. და მ.პ. ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი 0.035 გრ., 0.038 გრ. და 0.03 გრ. „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2018 წლის 24 იანვარს 100-100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომელზე, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას საკონტროლო შესყიდვას ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა ა.ბ. და მ.პ. 2018 წლის 24 იანვარს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მათი პირადი და დამხმარე ნაგებობის, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომლისგან იქნა ამოღებული.
ა.ბ.-ს და მ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა